საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამდებობის დასახელება      მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

 

პოზიციის დასახელება             საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

 

კონკურსის ტიპი                        ღია კონკურსი

 

ორგანიზაცია                             საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

კატეგორია                                    მართვა/მენეჯმენტი

განცხადების ბოლო ვადა             25.03.2022

თანამდებობრივი სარგო:              4400 ლარი

ადგილების რაოდენობა                1

სამსახურის ადგილმდებარეობა   თბილისი

სამუშაოს ტიპი                              სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა                       12 თვე

 

ფუნქციები

• დეპარტამენტის მართვაში დეპარტამენტის უფროსის ხელშეწყობა - დეპარტამენტის თანამშრომლებზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

• დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელებაზე ზედამხედველობა;

• სხვადასხვა უწყებებში, აგრეთვე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წინაშე წარსადგენი ანგარიშების შემუშავების უზრუნველყოფა;

• ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებში დავების წარმოების ზედამხედველობა;

• ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი დოკუმენტების შემუშავების ზედამხედველობა;

• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშროლობის კოორდინაციაში დეპარატმენტის უფროსის დახმარება;

• საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, სათანადო დასკვნების მომზადება;

• სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;

• დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69921?active=1