საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,HR Center''-ის პარტნიორი კომპანია -  "RedSource" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ქართული და ინგლისურენოვანი პროექტებისთვის.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება პროექტებისთვის;
** პროექტების სოციალური არხების (Facebook, Instagram, Linked-In და სხვ.) განვითარება და მართვა;
** კომპანიაში არსებული პროექტების პოპულარიზაციაზე, ზრუნვა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე;
** სოციალურ ქსელებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების ანალიტიკა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართულისა და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქოფირაითინგის (Copywriting) კარგი უნარი, როგორც ქართულად ასევე ინგლისურად;
** კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** Facebook, Instagram, Linkedin - ის მართვის გამოცდილება, რეკლამის განთავსება შესაბამის პლატფორმებზე, აუდიტორიის სწორად შერჩევა.
** გამოცდილება SEO ოპტიმიზაციის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Programes, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics).

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედობითი;
** კრეატიული;
** პუნქტუალურული და ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მხიარულ გარემოს
** პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებულ საკვალიფიკაციო ტრენინგებს
** პერსონალური განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** გლობალურ პროექტებში მუშაობის შესაძლებლობას
** კრეატიულ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcentervacancies@gmail.com

მნიშვნელოვანია: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

კომპანიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook-ზე - 

https://www.facebook.com/HR-Center-101586164905892

https://www.facebook.com/redsourceinternational