საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 500 (ხუთასი) ლარი, ხელზე ასაღები ხელფასი (გადასახადების გარეშე)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ხელშეკრულების დრაფტებისა და სხვა შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიაში შემოსული კორესპონდენციების ადმინისტრირება;
  • ხელშეკრულებების დააქრივება;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით (განვიხილავთ მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს)
  • სასურველია სამოქალქო, შრომის, სამეწარმეო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა; 
  • სასურველია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერიული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები:

  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკურად აზროვნების უნარი;
  • გაწონასწორებულობა.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2022 წლის 31 მარტამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - იურისტის ასისტენტი

 

კომპანია „გრინვეი საქართველოში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.