საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 28/02/2022 - 02/05/2024

Sales MBA არის კომპანია „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პროექტი რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით სრულდება და 2022 წლის 20 მარტიდან იწყებს მეხუთე ნაკადის მონაწილეების მიღებას. პროექტი განკუთვნილია 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის და მოიცავს 5 თვიან სწავლებას გაყიდვების მიმართულებით და დასაქმების პროგრამას.

 

  • კურსს სრულად აფინანსებს ,, International Sales Institute", შესაბამისად სწავლება არის უფასო.
  • სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ კვირა დღეს.
  • კურსზე მიიღება მხოლოდ 15 მონაწილე
  • და რაც მთავარია, კურსზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში ანაზღაურებადი სამუშაოს დაწყებას გაყიდვების დეპარტამენტში.

 

პარტნიორი კომპანიების არასრული ჩამონათვალი: ლიბერთი ბანკი, კრისტალი, ‘ემ-კვადრატი’ თიბისი დაზღვევა,  და ა.შ. Sales MBA-ს პირველი და მეორე ნაკადის კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: ლივინგსტონი, ორიენტლოგიკი, ჯი-არ-სი, პალიტრამედია და სხვა.


სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება ყოველ კვირა დღეს  11:00სთ-დან 17:00სთ-მდე.

 

   კურსის ძირითადი თემები:

  • ·საცალო გაყიდვები
  • ·კომუნიკაციის ტექნიკები
  • ·საცალო გაყიდვები
  • ·კორპორაციული გაყიდვები
  • ·ონალინ გაყიდვები და მარკეტინგი
  • ·Case study და სწავლების პრაქტიკული ნაწილი
  • ·Business English for Sales

 

აპლიკაციის მიღების პირობები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს სრლუწლოვანი, 25 წლამდე ახალგაზრდა.
  • მიმდინარედ არ უნდა იყოს დასაქმებული არცერთ სექტორში.
  • უნდა ფლობდეს საკომუნიკაციო ინგლისურის მინიმალურ დონეს
  • საცხოვრებელ ადგილს, სასწავლებელს და აკადემიურ მოსწრებას არ აქვს მნიშვნელობა.
  • უფროს კურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა.


კურსის დაწყებამდე ჩატარდება უფასო ვებინარი 9 მარტს 21:00.  https://fb.me/e/2W0gCPSFe

დამატებითი ინფორმაცია:  https://www.facebook.com/internationalsalesinstitute/videos/659906242111532/

 

internationalsalesinstitute/posts/2173995922910791

 

რეგისტრაციის ბმული: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdjjpUszAr8GMC2R3F7CTyCi-OX7u3KmEIyKI_ItkjZkhQsPA/viewform