საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა სექტორში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული პროცესების სრული ციკლის კოორდინაცია;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით მუშაობა და შესაბამისი, ქმედითი აქტივობების დაგეგმვა-ორგანიზება;
** დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებში ჩართულობისთვის დაინტერესებულ მხარეებთან/დამსაქმებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაცია და აღნიშნული მიმართულებით, მათი შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა-ორგანიზება;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით დამსაქმებლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინცირებული თანამშრომლობის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების ხელშეწყობა, დაგეგმვა და ორგანიზება;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე ორიენტირებული ქმედითი აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სექტორის მიხედვით ქმედითი აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება ;
** სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობების მექანიზმების განვითარებისთვის, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა და აღნიშნული მიზნით, ხელშემწყობი პროცესების კოორდინაცია;
** დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კერძო სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან თანამშრომლობა;
** დარგობრივი უნარების ორგანიზაციების საქმიანობისა და სარგებლის შესახებ კერძო სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების ზოგადი შეფასება;
** ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობა სააგენტოს სხვა ჯგუფებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით
** განსხვავებული ინტერესების მქონე დაინტერესებული მხარეებისგან შემდგარი ჯგუფების კოორდინაციის ან/და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** პროცესებისა და პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
** კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება განათლების სფეროში კვალიფიციკაციებისა და სტანდარტების, კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერების, განსხვავებული ინტერესების მქონე დაინტერესებული მხარეების კოორდინაციის/კომუნიკაციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების მქონე აპლიკანტს
** უპირატესობა მიენიჭება პროფესიული განათლების მიმართულებით გამოცდილების მქონე აპლიკანტს
** ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად
** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ისე ვერბალური
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი

თანამდებობრივი სარგო: 3520 (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@geoskills.ge 2022 წლის 2 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

ვაკანსიაში მითითებული ბოლო ვადიდან არაუგვიანეს ორი კვირისა, დავუკავშირდებით კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს.