საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დუალური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** დუალური პროგრამების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამების შემუშავების პროცესებზე მუდმივი ზრუნვა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** დუალური პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებელს შორის კომუნიკაციისა და კოორდინირებული თანამშრომლობის განვითარების ხელმშემწყობი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად, დუალურ პროგრამებში ჩართულობისთვის დაინტერესებული მხარეების მუდმივი მოძიება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** კერძო სექტორისთვის დუალური პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა დუალურ პროგრამაში და აღნიშნული მიზნით, ქმედითი აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კერძო სექტორში, დაინტერესებული მხარეების მუდმივი მოძიება და მათთან უწყვეტი კომუნიკაცია და თანამშრომლობა დუალური პროფესიული განათლების განვითარების მიზნით;
** დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა და აღნიშნული მიზნით, დუალური განათლების შესაძლებლობების გამოყენება;
** დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობა დუალური პროგრამების განხორციელების კუთხით;
** დუალური პროგრამების განხორციელების პროცესში დუალური დარგობრივი უნარების ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობასა და სარგებლის შესახებ კერძო სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დუალურ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული აქტივობების ზოგადი შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით
** განსხვავებული ინტერესების მქონე დაინტერესებული მხარეებისგან შემდგარი ჯგუფების კოორდინაციის ან/და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** პროცესებისა და პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება განათლების სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერების, განსხვავებული ინტერესების მქონე დაინტერესებული მხარეების კოორდინაციის/კომუნიკაციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას
** უპირატესობა მიენიჭება პროფესიული განათლების სფეროში, მათ შორის, კერძო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას
** ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად
** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები (მათ შორის, წერილობითი და ვერბალური)
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი

თანამდებობრივი სარგო: 2860 (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@geoskills.ge 2022 წლის 2 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

ვაკანსიაში მითითებული ბოლო ვადიდან არაუგვიანეს ორი კვირისა, დავუკავშირდებით კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს.