საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროფესიული კვალიფიკაციებისა და სტანდარტების შემუშავების პროცესში ჩართულობა და პროცესების კოორდინაცია;
** პროფესიული კვალიფიკაციებისა და სტანდარტების შემუშავების პროცესში, მხარეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** პროფესიული კვალიფიკაციებისა და სტანდარტების შემუშავების პროცესში, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, მათი მოძიების პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
** დამსაქმებლების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სტანდარტების შემუშავების პროცესისა და სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და აღნიშნული მიზნით, ქმედითი აქტივობების დაგეგმვა-ორგანიზება;
** პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავების პროცესში, დამსაქმებლებთან კომუნიკაციის მენეჯმენტი;
** დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, კვალიფიკაციებისა და სტანდარტების შემუშავების პროცესის მართვა;
** დაინტერესებული მხარეების/დამსაქმებლების ინფორმირება კვალიფიკაციებისა და სტანდარტების შემუშავების პროცესისა და მისი სარგებლის შესახებ;
** შრომის ბაზარზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებების მუდმივი გაცნობა არსებული კვალიფიკაციებისა და სტანდარტების შესაბამისობის დადგენისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლების მიზნით;
** დამსაქმებელთან და კერძო სექტორთან მუდმივი კომუნიკაცია შრომის ბაზარზე არსებული ცვლილებების აღმოჩენისა და სტანდარტებში მათი გათვალისწინების მიზნით;
** არსებული კვალიფიკაციებისა და სტანდარტების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება დამსაქმებლის ჩართულობით;
** არსებულ და პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებთან/დამსაქმებლებთან მუდმივი, თანმიმდევრული კომუნიკაცია სტანდარტების განახლებისა და შემუშავების მიზნით;
** მუდმივი და მჭიდრო თანამშრომლობა კვლევისა და მეთოდოლოგიური განვითარების ჯგუფთან, მათ შორის კვალიფიკაციების მეთოდოლოგიურ გუნდთან;
** მუდმივი კომუნიკაცია პროფესიული განათლების სააგენტოს სხვა ჯგუფებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით
** განსხვავებული ინტერესების მქონე დაინტერესებული მხარეებისგან შემდგარი ჯგუფების კოორდინაციის ან/და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** პროცესებისა და პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
** კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება განათლების სფეროში კვალიფიციკაციებისა და სტანდარტების, კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერების, განსხვავებული ინტერესების მქონე დაინტერესებული მხარეების კოორდინაციის/კომუნიკაციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების მქონე აპლიკანტს
** ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად
** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ისე ვერბალური
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი

თანამდებობრივი სარგო: 3960 (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@geoskills.ge 2022 წლის 2 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

ვაკანსიაში მითითებული ბოლო ვადიდან არაუგვიანეს ორი კვირისა, დავუკავშირდებით კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს.