საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ და გამავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

 

ამჟამად „სი ემ იქს სოლუშენს“- ი აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი ქოლ-ცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ქოლ ცენტრის გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა;

ქოლ ცენტრის ოპერატორების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური კონტროლი და ზედამხედველობა;

ქოლ ცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

კომპანიაში კლიენტების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

ხარისხის მართვის გუნდათან ერთად სამუშაო ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება;

საჭიროებისას ზარების პასუხი და პრობლემურ მომხმარებლებთან დროული და ეფექტური მომსახურების მიწოდება;

საჭიროებისას ტრენინგების ჩატარება.

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

გერმანული ენის მაღალ დონეზე ფლობა, როგორც ზეპირი ისე წერილობითი   ფორმით;

ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის/გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

ქოლ ცენტრის პირობებში ანალიტიკური აზროვნების უნარი;

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

სისხარტე მუშაობაში;

კონფლიქტების არიდების უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ:

მორგებულ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია დისტანციურად მუშაობაც);

კონკურენტულ ანაზღაურებას;

ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;

ჯანმრთელობის დაზღვევას;

მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;

განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV გერმანულ, ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com

 

აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს „სიემიქს სოლუშენს“-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

 

ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს „სიემიქს სოლუშენს“ ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომვალო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.