საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/02/2022 - 06/03/2022

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას ფინანსური ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 

სამსახურის შესახებ: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA.

 

პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს სამსახურის ფინანსისტებთან და ჩაერთოს სამსახურში შემოსული ფინანსური ანგარიშგებების ზედამხედველობის და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესში. ასევე, გაიცნოს რეფორმის პროცესში ჩართული დინამიური და ახალგაზრდა გუნდი.

 

სამიზნე ჯგუფი - მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები;

 

პრაქტიკის ხანგრძლივობა - 3 თვე;

ანაზღაურება - არაანაზღაურებადი;

სამუშაოს ადგილმდებარეობა - სამსახური ჯერჯერობით მუშაობს დისტანციურ რეჟიმში.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (cv) მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2022 წლის 06 მარტისა. სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.saras.gov.ge/  .