საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 18/02/2022 - 25/02/2022

სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი დილერის პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

  • დილინგური ოპერაციების წარმოება ქვეყნის შიდა და გარე  ბაზრებზე დადგენილი ლიმიტების და ავტორიზაციის ფარგლებში;
  • ეროვნული ბანკის და ასევე საერთაშორისო ბაზრების მიერ დადგენილი ბანკისთვის საჭირო განაკვეთების ასახვა ბანკის ოპერაციულ სისტემაში;
  • ყოველდღიური უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ბანკის ოპერაციულ და საინფორმაციო სისტემაში ასახვა;
  • საკონვერსიო გარიგების განხორციელება კონტრაგენტ პირებთან;
  • ბანკის სავალუტო პოზიციის დადგენილი ლიმიტების დაცვა;
  • სახაზინო ინსტრუმენტებით ოპერაციების წარმოება;
  • დილინგური ოპერაციების წარმოებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მობილიზაცია და ანალიზი;
  • კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული ოპერაციების ასახვა ბანკის საოპერაციო სისტემაში;
  • სადილინგო და სხვა კომპეტენციაში არსებულ ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების წარმოება და შენახვა;
  • განყოფილების უფროსისათვის საჭირო ინფორმაციის და კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდება  საქმიანობის გაუმჯობესებისათვის;
  • განყოფილების ფარგლებში შემუშავებული რეპორტების მომზადება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მიმართულება: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება;
  • სამუშაო გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭება საბანკო სფეროში ან სხვა საფინანსო კომპანიაში ფინანსების მიმართულებით მიღებულ გამოცდილებას;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე.

 

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2022 წლის 25 თებერვლის  ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!