საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას  საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

ფუნქციები

• თანამდებობის მიზნით განსაზღვრულ სამართლებრივ სფეროსთან დაკავშირებით კვლევა, დოკუმენტების მომზადება, საერთაშორისო საჯარო სამართლის გათვალისწინებით რეკომენდაციული ხასიათის დოკუმენტის შემუშავება;

• სხვადასხვა ხასიათის ანგარიშების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (გაერო, ევროპის საბჭოს, ევროკავშირი, ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენცია), პარტნიორი სახელმწიფოებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის;

• ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების ან/და დაკავების საქმეების მართვა და კოორდინაცია;

• ჰააგის 1996 წლის კონვენციის ფარგლებში საქმეების მართვა, კოორდინაცია და მოქალაქეთა კონსულტაცია

• სამინისტროს პოზიციის წარდგენა უწყებათაშორის შეხვედრებზე ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო ღონისძიებებში

• სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შუამდგომლობების შესრულება

• საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს საქმიანობის უზრუნველყოფა, უწყებათაშორისი კოორდინაცია

• საერთაშორისო ღონისძიებებსა და ეროვნულ უწყებათაშორის შეხვედრებში მონაწილეობა და სამინისტროს პოზიციის წარდგენა

• საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა და თემატური ანგარიშგება
 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება  -  ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება  -  1 წელი

 

დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ ბმული  https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69128?active=1