საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 15/02/2022 - 20/02/2022

სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ეძებს HR ადმინისტრირების სპეციალისტს - მოტივირებულ,
მიზანდასახულ პროფესიონალს

ძირითადი საქმიანობა:
• თანამშრომლების მხარდაჭერა ადმინისტრაციული სერვისების მიმართულებით;
• HRMS-ში ახალი თანამშრომლის რეგისტრაცია, შრომითი ხელშეკრულებების
მომზადება;
• თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
• სხვადასხვა ტიპის ბრძანებების, ცნობების, დანართების მომზადება;
• თანამშრომელთა შვებულებების, დეკრეტული შვებულებების, მივლინებების მართვა;
• თანამშრომლების ხელშეკრულების ვადების მონიტორინგი და მასთან
დაკავშირებული ყოველთვიური ცვლილებების განხორციელება;

გამოცდილება, ცოდნა, უნარები:
გამოცდილება
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
უნარები
• მოსმენის, დიალოგის გარემოს შექმნის უნარები;
• კრეატიულობა, როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე ორიენტირების უნარები;
• კეთილგანწყობა, მხარდაჭერისა და ადამიანების გაძლიერების უნარები;
• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
• სტრესულ გარემოსთან გამკლავების უნარი, პრიორიტეტების სწორად გადანაწილება,
ყურადღების კონცენტრაცია, დეტალებზე დაკვირვება, შესრულების ვადების დაფასება
და დაცვა;
• პასუხისმგებლობის აღებისა და ანგარიშვალდებულების უნარები;
• მუდმივი ზრუნვა პირად და პროფესიულ განვითარებაზე;
• კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე 2022 წლის 20 თებერვლამდე
გამოგვიგზავნეთ მეილზე People@vtb.ge