საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ურთიერთობების
ოფიცრის პოზიციაზე, შერჩევის განყოფილებაში.
ვაკანსიის სამუშაო განრიგი თავსებადია IV კურსელებისთვის ან მაგისტრატურის საფეხურის
სტუდენტებისთვის: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30 საათი.
აღნიშნული პოზიცია, აძლევს პოტენციურ და შესაბამისი უნარების მქონე ახალგაზრდებს (ახალი
კუსდამთავრებული), დაგეგმონ საკუთარი კარიერა სწორედ, მიიღონ მაქსიმალური
შესაძლებლობა საკუთარი უნარების აღმოსაჩენად და განსავითარებლად. ასევე,
მათ მიეცემათ საშუალება შეუერთდნენ უკვე გამოცდილ და კვალიფიციურ გუნდს და მიიღონ
მაქსიმალურად მოკლე დროში დიდი გამოცდილება, რაც საკუთარი კარიერის ეფექტურად
განვითარების და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.
სამუშაოს აღწერა:
 იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან
 კლიენტების მოძიება/მოზიდვა კერძოდ კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი
მოლაპარაკებების წარმოება
 მომსახურების შეთავაზება, პრეზენტაციის გაგზავნა და ჩატარება
 შეხვედრების დაგეგმვა და საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება
 არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება
 გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა
 დოკუმენტაციის მომზადება: კონტრაქტები, ინვოისების და სხვა
მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება (ახალი კურსდამთავრებული)
 ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა
 კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
 მოტივირებული
 შედეგზე/დეტალებზე ორიენტირებული
 სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
 კომუნიკაბელური
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის უნარი
კანდიდატები გაივლიან ერთ თვიან სტაჟირების პერიოდს
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესბულმა პირებმა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: project14@hr.ge