საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია  კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის განყოფილებაში

„ბიდიო“ არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ადგილმდებარეობა:  ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება:  სტაჟიორი,  უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი

ხანგრძლივობა  6 თვე - სტაჟირების პროგრამას წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი დასაქმდება პროცესების უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე

სამუშაო საათები  სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00

აღწერა  ფუნქცია/მოვალეობები

•  პროცესების აღწერის პროცესში მონაწილეობა/ინტერვიუს ჩატარება/ “WorkFlow” აწყობა

•  სხვადასხვა კომპანიების ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება 

•  პროცესების ანალიზის შედეგად ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი სარგებლიანობის განსაზღვრა 

•  პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება

•  საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა

  მოთხოვნები:

•  უმაღლესი განათლება. სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც) 

•  ტექნიკური და ბიზნეს ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

•  MS Excel, MS PowerPoint ცოდნა  

•  ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

•  გუნდურად მუშაობის უნარი

•  ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

•  პრეზენტაციის ჩატარების უნარი

•  პასუხისმგებლობის გრძნობა

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

•  ტესტირება 

•  გასაუბრება 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი -  უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი„  განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 05/02/2020 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.