საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე. ბალანსი შექმნილია საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ექსპერტიზით.

 

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნესპროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

 

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ადგილმდებარეობა         ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება    ბიზნეს ანალიტიკოსი - სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის დანერგვის გუნდი 

სამუშაო საათები             სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00

 

ფუნქცია/მოვალეობები

• პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება

• დამკვეთის ბიზნეს პროცესების ანალიზი

• პროგრამის დანერგვის პროცესში დამკვეთისთვის კონსულტაციის გაწევა

• პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების ტესტირება და განვითარების საჭიროებების გამოვლენა

• პროგრამული უზრუნველყოფის აწყობა/მორგება კლიენტების ბიზნეს პროცესებზე

• კლიენტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სწავლება

• დანერგვის პროცესის კოორდინაცია და კლიენტებთან კორესპონდენცია

• პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება

 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

• სააღრიცხვო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დანერგვის კუთხით

• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის მაღალ დონეზე ცოდნა

• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• MS Office-ის პროგრამების ცოდნა

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

• გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ბიზნეს ანალიტიკოსი - სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის დანერგვების გუნდში. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11.12.2021

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.