საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 28/11/2021 - 28/12/2021

ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია -ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი(შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, მცხეთა
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქციები :
 „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წარმოება;
 სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მართლზომიერ მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარება/რეგისტრაცია;
 უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე
უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
 სხვადასხვა უწყებებთან და სამსახურებთან ურთიერთობა, მათგან სარეგისტრაციო განაცხადთან
დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
 შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა ან/და განხილვის შედეგად სარეგისტრაციო
განაცხადის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისთვის სატელეფონო
კონსულტაციის გაწევა;
 მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის მიზნით შერჩეულ
დასახლებებში საველე ვიზიტი, მიწის ნაკვეთებზე უფლებამოსილი პირების, უფლების დამდგენი
დოკუმენტაციის იდენტიფიცირების და მონაცემების დამუშავების მიზნით.

მოთხოვნები:
- IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი/მაგისტრი იურიდიული მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
• შედეგზე ორიენტაცია;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
• დამოუკიდებლად მუშაობა.

საკონკურსო თემატიკა
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
• საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის
შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
• საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის No509 დადგენილება „საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის
გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" დამტკიცების შესახებ;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის No134 ბრძანება „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

კონკურსის ეტაპები:
 რეზიუმეების გადარჩევა;
 გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@napr.gov.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქონების რეგისტრაციის
დეპარტამენტის რეგისტრატორი" და სამუშაო ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი
კანდიდატურა არ განიხილება.