საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი
ქონების ამგეგმავი/ამზომველი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
შრომის ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ფუნქციები :
 სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად
შესრულება;
 საველე-საამზომველო სამუშაოებში მონაწილეობა და მონაცემების დამუშავება;
 დამუშავებული და მომზადებული მასალების უფლებამოსილი პირებისა თუ უწყებებისთვის
მიწოდება;
 გეომონაცემთა ბაზებთან და გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობა.

მოთხოვნები:
 სასურველია უმაღლესი განათლება -
გეოგრაფია/გეოდეზია/კარტოგრაფია/ტოპოგრაფია/გეოინფორმატიკის მიმართულებით;
 სასურველია სამუშაო გამოცდილება - საველე ტოპო-გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოების
მიმართულებით;
 გეოინფორმაციული სისტემის (GIS) პროგრამული პაკეტების ცოდნა;
 სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
 საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
• შედეგზე ორიენტაცია;

• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• დროის ეფექტიანი მართვა;
• დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
• საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ";
• საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N 388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით
შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების
მქონე პირის სერთიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
• საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების
დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება.

კონკურსის ეტაპები:
 რეზიუმეების გადარჩევა;
 გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@napr.gov.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ქონების რეგისტრაციის
დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავი/ამზომველი",
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.