საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 16/05/2024 - 16/05/2024

კომპანია ბიდიო აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების მარკეტერის პოზიციაზე

ბიდიო არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ლიდერი, მე-3 პოზიცია უკავია წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ვაკანსიის დასახელება   პროდუქტების მარკეტერი

სამუშაო საათები  სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა    ფუნქცია/მოვალეობები:

 ქონთენთის შემუშავების (სოციალური მედიისთვის, პრინტ მასალებისთვის, ვებისთვის) სრული ციკლის მართვა ლიდების გენერირების უზრუნველსაყოფად:

• ინფორმაციის მოძიება, ქონთენთის შექმნა და შეთანხმება კომპანიის სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებთან და კლიენტებთან

• ციფრულ მარკეტერთან ერთად კოორდინირებული მუშაობა

• ქონთენთის ვიზუალური მხარის შესაქმნელად გრაფიკულ დიზაინერთან მუშაობა

• ქონთენთის ბრენდის სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

 პროდუქტთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება

 პროდუქტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნასა და მართვაში მონაწილეობის მიღება. 

 განყოფილების სხვადასხვა აქტივობებში და პროექტებში ჩართულობა

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (სასურველი ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით)

• სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის  1 წლიანი გამოცდილება

• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• გამართულად წერის უნარი

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• გუნდურად მუშაობის უნარი

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

• დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „პროდუქტების მარკეტერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.01.2020 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.