საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ქოლ ცენტრის დღის ოპერატორის პოზიციაზე. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი სამედიცინო განათლება; (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი)

• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა; 

• სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;

• საინფორმაციო სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები: 

• დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად;

• დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;

• მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.

პიროვნული მახასიათებლები

• კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი; 

• ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

• მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა; 

• კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;

• გუნდური მუშაობის უნარი;

• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

• პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  – ქოლ ცენტრის დღის ოპერატორი - ლათინური შრიფტით.  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განაცხადები მიიღება 2020 წლის 06 თებერვლამდე.