საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია Liberty International Georgia და Caucasus Travel აცხადებს ვაკანსიას გერმანულ ენოვანი გიდი/გამყოლის პოზიციაზე.

 

სამუშაოს ტიპი: პერიოდული სრული სამუშაო დღე

სამუშაო ადგილი: თბილისი/რეგიონები

 

სხვა პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ თრეინინგს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კურსს.

 

კონტრაქტი: 1 ან 2 წლიანი პერიოდის

 

სამუშაოს აღწერილობა:

 

** სტუმრების დახვედრა/გაცილება

** ტურ მენეჯერის მიერ დაგეგმილ ტურისტულ მარშრუტზე სტუმრების გაყოლა

** სტუმრებისათვის დაგეგმილი მარშრუტის, მოსანახულებელი ადგილებისა და პროგრამის დეტალურად აღწერა/გაცნობა

** ტურის პერიოდში სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება მარშრუტში მოქცეული ტურისტული ატრაქციების, ტურისტული ადგილების, ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ადგილთან თუ რეგიონთან დაკავშირებული ლეგენდების შესახებ. ცალკეული ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა საკითხების შესახებ

** ადგილზე სატრანსპორტო საშუალებებთან, ღამისთევისა და კვების ობიექტებთან, სხვა მარშრუტში ჩართულ სერვისის მომწოდებლებთან კომუნიკაცია და კონტროლი

** საჭიროების შემთხვევაში საორგანიზაციო საკითხების ადგილზე გადაწყვეტა

** მომსახურების მომწოდებელთაგან მიღებული დოკუმენტაციის (ინვოისების, ჩეკების) შეგროვება და ტურ მენეჯერთან წარდგენა

** ტურის დასრულების შემდეგ ტურ მენეჯერისათვის ანგარიშის წარდგენა

 

კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება:

 

** უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის სტუდენტი

** სასურველია საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის კარგად ცოდნა

** სასურველია სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება

** აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ენებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად ფლობა (წერა, საუბარი)

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ორ ან მეტ ენას

 

პიროვნული თვისებები:

 

** კომუნიკაბელურობა

** ორგანიზებულობა

** კონცენტრირებულობა

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი

** სწრაფად რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი

** კონფლიქტური სიტუაციების რეგულირების უნარი

** ჯგუფის მართვის უნარი (ლიდერის უნარ-ჩვევები)

 

გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე - Elene.japaridze@liberty-int.com