საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 16/05/2024 - 16/05/2024

სს „თიბისი ლიზინგი“ უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს „თიბისი ბანკის“ მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანიას დეველოპერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:30 – 18:30)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

-           ჯანმრთელობის დაზღვევას;

-           დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

-           თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

ძირითადი მოვალეობები:

-           ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის შემუშვებაში მონაწილეობის მიღება

-           ტექნიკური დავალების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის იმპლიმენტაცია

-           Unit Test- ების შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-            უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

-           პროგრამისტის პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

-           Java პროგრამირების ენის ცოდნა

-           ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური და პროფესიული ტერმინოლოგიის დონეზე ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

-           ანალიტიკური აზროვნება

-           დეტალებზე ორიენტირებულობა

-           კომუნიკაბელურობა

-           ამოცანის სწორად / გასაგებად გადმოცემის უნარი ( ვერბალურად და წერილობით )

-           პასუხისმგებლობის მაღალიგრძნობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcleasing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.