საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

„ბიდიო“ არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

ადგილმდებარეობა

ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება

სტაჟიორი, უმცროსი დეველოპერი

ხანგრძლივობა

3 თვე - სტაჟირების პროგრამას წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი დასაქმდება  უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე

სამუშაო საათები

სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00

აღწერა

ფუნქცია/მოვალეობები

რობოტიზაციის გადაწყვეტილებების შექმნა და მხარდაჭერა (RPA, UiPath)

პროცესების ანალიზი Process mining ინსტრუმენტების გამოყენებით და ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა

სხვადასხვა პროგრამული პლატფორმის „Event Log“ -ების დამუშავება და ფორმატირება

პროცესების რობოტიზაციის ამოცანების გადაჭრა RPA ინსტრუმენტების გამოყენებით.

ჩვენთან ცოდნის მიღება და განვითარება

 

Robotic Process Automation (RPA) ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება

Process mining ინსტრუმენტების  და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება

ბიზნეს-პროცესების აგების და ავტომატიზაციის ათვისება

პროცესების მოდელირების სწავლა

Python, VBA, VBS, vb.net, SQL პროგრამირების ენების სწავლა

  მოთხოვნები:
 

უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების  მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)

C# ან .Net პროგრამირების ცოდნა

SQL მოთხოვნების შექმნის ცოდნა

ალგორითმების აგების ტექნიკის ცოდნა

ტექნიკური და ბიზნეს ინგლისურის საფუძვლიანი ცოდნა

ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

გუნდურად მუშაობის უნარი

პასუხისმგებლობის გრძნობა

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I ტესტირება

II გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი -  უმცროსი დეველოპერი „ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10/01/2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.