საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ს.ს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში


ძირითადი მოვალეობები:

 საბანკო სისტემებში დაფიქსირებული ინციდენტების აღრიცხვა, დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა ან                      ესკალაცია შესაბამის ჯგუფებთან;

 საბანკო სისტემებიდან რეპორტების მომზადება;

  სისტემების კონფიგურაციის მართვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან  კურსდამთვარებული (სასურველია - კომპიუტერული   მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან კომპიუტერული ინჟინერიის განხრით);

ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარები:

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;

პასუხისმგებლობის გრძნობა;

გუნდური მუშაობის უნარი;

სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!