eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 29/09/2026 - 09/10/2026

„მეგალაბი“ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების ფართო სპექტრი ხორციელდება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • პაციენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების, სერვისების, პაკეტებისა და ფასების შესახებ;
  • პაციენტებთან გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ანგარიშსწორების წარმოება, სალაროს მართვა და დღის ბოლოს ნაშთის შემოწმება;
  • პროგრამაში რეგისტრაციების, დოკუმენტაციისა და სალაროს მონაცემების შესაბამისობის კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და მომსახურების კარგი უნარები.

 

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8-საათიანი სამუშაო დღე;

დასვენება: 2 მცოცავი დასვენების დღე;

ანაზღაურება: 950 ლარი (Net);

ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა და 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ მომსახურებაზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. №23.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული