eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

ბიდიოს ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგის მიმართულება კლიენტ კომპანიებს უწევს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას. უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს ზემდგომთან ერთად მონაწილეობის მიღება სხვადასხვა კომპანიებისთვის ფინანსური მენეჯერის მომსახურების გაწევის პროცესში. მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

ადგილმდებარეობა   -   ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება   -   ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

ხანგრძლივობა    -   6 თვე - კანდიდატი, რომელიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლის, დასაქმდება კომპანიაში

სამუშაო საათები   -   სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00-14:00

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • კლიენტი კომპანიის ფინანსური მონაცემების ანალიზსა და სხვადასხვა ტიპის ფინანსური რეპორტების მომზადებაში ჩართულობა
  • კლიენტის მოთხოვნების და ფინანსური რისკის გაანალიზება ხელმძღვანელთან ერთად
  • კლიენტთან წარსადგენ საპრეზენტაციო ფაილების მომზადებაში მონაწილეობა
  • ფინანსური მიმოხილვის, დასკვნის და რეკომენდაციების დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართულობა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:  ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  01.10.2026

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.