BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა, BDO Georgia-ს წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება აერთიანებს მომსახურებათა ფართო სპექტრს: ფინანსური მოდელირება და ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, ინდუსტრიების კვლევა, პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, ბაზრების ანალიზი მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ ჭრილში, პროექტის ეკონომიკური ეფექტის შეფასება, დიუ დილიჯენსი და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები, სასამართლო ექსპერტიზა, ბიზნესის ღირებულების დადგენა, აქტივების შეფასება და სხვა.
ადგილმდებარეობა - ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება - ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნეს კონსულტაციების მიმართულებით
სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება:13:00-14:00
ხანგრძლივობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
ფუნქცია/მოვალეობები:
- ბიზნესის შეფასების, ფინანსური მოდელირების და ანალიზის, მიზანშეწონილობის კვლევისა და Due Diligence-ის პროექტებში მონაწილეობა;
- ფინანსური მოდელების, ანალიტიკური ცხრილებისა და სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობა;
- ანგარიშების, პრეზენტაციებისა და კლიენტისთვის წარსადგენი მასალების მომზადებაში მონაწილეობა
- პროექტთან და სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
- სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- სასურველია MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 07.10.2026
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.