eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 10/07/2026 - 31/07/2026

Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.

 

Nexia Georgia აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

 

Nexia Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიული მიმართულებით.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მ. მაჭავარიანის ქუჩა N7 (კონტრჰაგენტი კომპანიის ოფისი)

 

ძირითადი მოვალეობები:

• სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;

• მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება; მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;

• კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის მომზადება;

• იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• იურიდიული განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და კურსდამთავრებული);

• საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება იურიდიული მიმართულებით”.