საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „ვიანი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  სამედიცინო ხარისხის მართვის დეპარტამენტში, 2-3 თვის ვადით. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ ამერიკული აკრედიტაციისთვის (AACI) მზადების პროცესში და შესაბამისი სტანდარტების დანერგვა-მონიტორინგში. სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ცნობა და რეკომენდაცია.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;

 

სამუშაო გრაფიკი : შეთანხმებით;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ამერიკული აკრედიტაციისთვის (AACI) მზადების პროცესში ჩართულობა;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგში მონაწილეობა;
  • შიდა აუდიტების პროცესში ასისტირება;
  • კლინიკური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის გადამოწმება;
  • პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტების მხარდაჭერა;
  • ხარისხის ინდიკატორების მონაცემების შეგროვება და ანალიზში დახმარება;
  • რეგულაციებისა და პროტოკოლების შესაბამისობის კონტროლის მხარდაჭერა;
  • ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა;
  • დეპარტამენტის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში მხარდაჭერა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამედიცინო ან ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული