საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 17/11/2025 - 30/11/2025

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ანალიტიკის დეპარტამენტი, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00 -18:00 სთ
ანაზრაურება: 1500 ლარი NET

ძირითადი მოვალეობები

 ფინანსური, საოპერაციო და ტექნიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
 სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადებაში ჩართულობა;
 ანალიტიკოსების/უფროსი ანალიტიკოსების ასისტირება კომპანიის მასშტაბით ინფორმაციის მოძიებაში;
 მოძიებული პირველადი ინფორმაციის დამუშავება;
 სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
 რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზი;
 მონაცემთა ანალიზის ავტომატიზაცია;
 გეგმიური და არაგეგმიური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 ბაკალავრის ხარისხი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის
ადმინისტრირების მიმართულებით;
 ბუღალტრული აღრიცხვლის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
 სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 MS Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
 ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და
შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.