საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 09/10/2025 - 23/10/2025

მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, განვადების ოფიცრის პოზიციაზე

 

·       სამუშაო ადგილი: თბილისი

·       განაკვეთი: სრული

 

 

პოზიციის შესახებ:

განვადების ოფიცრის მთავარი ამოცანაა „კრისტალის“ ფინანსური პროდუქტების პოპულარიზაცია, პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის ცნობადობის გაზრდა რეგიონში.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

პიროვნულ და პროფესიულ ზრდას

მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

 

 

ძირითადი მოვალეობები:

კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;

პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;

კომპანიის ცნობადობის გაზრდა.

 

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);

დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;

საშუალო ან პროფესიული განათლება.

 

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

მიზანდასახული და ენერგიული;

დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;

ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.

 

 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ განაცხადი 2025 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<