საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 09/10/2025 - 15/10/2025

მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით.

 

სტაჟირების ადგილმდებარეობა: კრისტალის ფილიალები შემდეგ ქალაქებში - ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, ხობი, ფოთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, თბილისი, რუსთავი, კასპი, ხაშური, ქარელი, თელავი, გურჯაანი, წნორი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, ბორჯომი, დუშეთი.

 

· სტაჟიორის რაოდენობა: თითოეულ ფილიალში 2 სტაჟიორი

· გრაფიკი: არასრული, მოქნილი

· სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 კვირა

 

 

"კრისტალი" გთავაზობთ:

 

პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;

სამუშაო გამოცდილების მიღებას

რეალური დასაქმების შესაძლებლობას

 

სტაჟირების შესახებ:

 

სტაჟირება მოიცავს როგორც თეორულ, ასევე პრაქტიკულ ეტაპებს. თეორიული კურსის შემდგომ სტაჟირება გრძელდება გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ კი სტაჟიორები საქმდებიან საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. სტაჟიორებს პროგრამის განმავლობაში მენტორობას უწევენ გამოცდილი საკრედიტო ოფიცრები. სტაჟირების ეტაპები ანაზღაურებადია.

 

სტაჟირება თქვენთვის საინტერესო იქნება, თუ:

 

· გაინტერესებთ საბანკო სფერო

· არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება და გსურთ გამოცადოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები

· დააგროვოთ სამუშაო გამოცდილება და დაიწყოთ კარიერა ფინანსურ სფეროში

 

სტაჟირების განმავლობაში თქვენ შეისწავლით:

· საკრედიტო ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე, რეალურ გარემოში;

· სხვადასხვა საოფისე პროგრამებში მუშაობას;

· მომხმარებლებთან კომუნიკაციას;

· გაყიდვების ტექნიკებს;

· ფინანსურ ანალიზს;

· საკრედიტო პროდუქტების პირობებს

 

რა არის საჭირო სტაჟირების დასაწყებად?

 

· სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება

· ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი;

· საბაზისო დონეზე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

· ანალიტიკური აზროვნების უნარი

· განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებულობა

 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ განაცხადი 2025 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<