საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" (GCNG), "საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან" (IFC) პარტნიორობით, აცხადებს აპლიკაციების მიღებას კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში (Corporate Sustainability Academy) უფასო სასერტიფიკატო კურსზე.

სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (სწავლება დაიწყება აპრილში)
ფორმატი: სწავლება წარიმართება დისტანციურად, კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში. (ჰიბრიდული სწავლების ფორმატი განიხილება პანდემიის სიტუაციის გათვალისწინებით).

აკადემიის შესახებ:

"გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა" "კორპორაციული მდგრადობის აკადემია" 2020 წელს დააარსა, "საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან" პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. აკადემიის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ თემაზე განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა დაინტერესებული პირებისთვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი (Environmental, Social and Governance - ESG) საკითხები. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური ლექტორები - კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

სასწავლო კურსი მოიცავს 7 მოდულს:

** კორპორაციული მდგრადობის შესავალი
** ეთიკა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება
** ეთიკური ლიდერობა და ადამიანური რესურსების მდგრადი მართვა
** მდგრადობა
** მდგრადი კორპორაციული მმართველობა
** კორუფციასთან ბრძოლა
** კომუნიკაცია და ანგარიშგება.

სალექციო კურსთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე

"კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში" სწავლა შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.

მონაწილეთა შერჩევა:

აკადემიაში სწავლის მსურველებმა, 2021 წლის 8 აპრილამდე, უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი, რომელიც უპასუხებს კითხვას "რა როლს თამაშობს საქართველოში ბიზნეს სექტორი 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად?"

აპლიკაციები მიიღება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: info@globalcompact.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: "კორპორაციული მდგრადობის აკადემია").

შერჩეულ აპლიკანტებს აკადემიის თანამშრომლები დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 2021 წლის 14 აპრილისა.

კურსთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: etuna@globalcompact.ge