ვაკანსია:
ვენდის' Wendy's - ტრენინგ მენეჯერი
კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
11/09/2025 - 27/09/2025
ამერიკული რესტორნების ქსელი Wendy's, Dunkin' და Subway აცხადებს ვაკანსიას ტრენინგ მენეჯერის პოზიციაზე სწავლებისა და განვითარების დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის #11
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია - მოვალეობები:
- ორგანიზაციისთვის საჭირო ტრენინგ პროგრამების განსაზღვრა, დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
- ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის უზრუნველყოფა;
- სასწავლო მასალების, სახელმძღვანელოების და ონლაინ კურსების შექმნა/განახლება;
- ტრენინგის ეფექტურობის შეფასება KPI-ების, უკუკავშირის და შესრულების ანალიზის საფუძველზე;
- თანამშრომელთა სამოტივაციო აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართულობა;
- ტრენინგის ბიუჯეტის და რესურსების მართვა;
- სწავლებისა და განვითარების ტენდენციების მონიტორინგი და მათი დანერგვა კომპანიაში;
- შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი და ანალიტიკა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სწავლებისა და განვითარების მიმართულებით;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
- სწავლების მეთოდოლოგიების ცოდნა;
- Soft Skill ტრეინინგების ჩატარების გამოცდილება;
- LMS და თანამედროვე სასწავლო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
- პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური და პროექტების მართვის უნარები;
- ლიდერობის უნარი
რას გთავაზობთ?
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ჩვენს პროდუქციაზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას;
- საწვავზე ფასდაკლებას;
- Fitpass
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/21mMwJb