საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია  “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, რიფლეი, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.

 

შპს ,,აი სი არ ტრეიდ"-ში  ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას 2 მიმართულებით:

1. კომერციული განვითარების მიმართულება - მხარს უჭერს მარაგების მართვის სისტემის სწორ ფუნქციონირებას და მუშაობს ბრენდის ჭრილში მაღაზიების სასაქონლო მარაგების ეფექტიან გადანაწილებაზე; ამზადებს გაყიდვების ანალიზის და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა გუნდებთან.

2. ბიზნესის მხარაჭერის მიმართულება - სტაჟიორი ჩართული იქნება კომპანიის საოპერაციო პროცესებში და მხარს დაუჭერს როგორც გაყიდვების, ისე მარკეტინგული და მარაგების მართვის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

 

სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
  • ქართული ენის - სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენა - კარგად

 

რას გთავაზობთ:

  • “აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად  ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
  • სამუშაო პროცესში სწავლებას. პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
  • 1 წლიან ანაზღაუარებად სტაჟირებას;
  • სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
  • 1000 GEL Gross თვიურ ანაზღაურებას.

 

წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმების შესახებ.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 15 ივლისი, 2025

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული