საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია
BDO-ს შვილობილი კომპანია. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან
ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და
ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ
თანამშრომელსაერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს,
კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა
სპეციალისტებს.


BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის
მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი
აქვს განხორციელებული.


თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნესპროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.


BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში,
ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.


ვაკანსიის დასახელება  -  უმცროსი დეველოპერი (სტაჟიორი)
ადგილმდებარეობა   -  ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები  -   სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ხანგრძლივობა  -  3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით
გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

 

აღწერა

 

პროგრამა ბალანსი წარმოადგენს მთლიანად ქართულ პროგრამულ პროდუქტს
(მინი ERP სისტემას), რომელიც შექმნილია 1C პლათფორმაზე ბიდიო დიჯიტალის
ბალანსის გუნდის მიერ. ეს არის ერთადერთი საბუღალტრო და საოპერაციო
პროგრამა, რომელიც ქლაუდზეა და ბიზნეს პროცესების აღრიცხვის
გამარტივებისთვის საუკეთესო პროგრამული გადაწყვეტის საშუალებას ქმნის
საშუალო ბიზნეს სექტორში.


ბალანსი თავსებადია როგორც web ინტერფეისთან, ისე სერვერულ და ლოკალურ
ვერსიებთან. ბალანსის გუნდი იყენებს 1C -ის თანამედროვე ტექნოლოგიებს
პროდუქტის განვითარებისთვის და ბალანსის Cloud გარემო მოწყობილია
უახლესი 1C Fresh მეთოდოლოგიის შესაბამისად.


 
ფუნქცია/მოვალეობები


• 1С:Enterprise 8 პლატფორმის გამოყენებით Windows, Web და Mobile
აპლიკაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება
• სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში
მონაწილეობა
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება


მოთხოვნები:


• უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში
(განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც)
• ობიექტზე ორიენტირებული რომელიმე პროგრამული ენის ცოდნა
• მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა
• სასურველია .net Framework-ის ცოდნა
• სასურველია MS SQL სერვერის ადმინისტრირების ცოდნა
• რუსული ენის ცოდნა (ტექსტის გარჩევა), ინგლისური ენის ცოდნა
ჩაითვლება უპირატესობად
• MS Office-ის პროგრამების ცოდნა
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობა
• დეტალებზე ორიენტირებული


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე
hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „უმცროსი დეველოპერი
(სტაჟიორი)“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29/03/2021


ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს,
გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


I ტესტირება


II გასაუბრება


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში
ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის
31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის
არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი
კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის
პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს
კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის
მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ
უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან
სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის
მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.


ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ
შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ
განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი
ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის
პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი
სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი,
პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული
კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.