საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 18/03/2021 - 25/03/2021

“ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 23
წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო,
სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე
შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას”
მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის
საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი
მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy,
Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია,
სადაც წარმოდგენილია 8000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები
ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung,
Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს
კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.


„ინსტა“-ს გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც
დაიკავებს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციას


ძირითადი მოვალეობები:
 სხვადასხვა ტიპის კონტენტის მომზადება და შექმნა;
 კომპანიის სოციალური მედია საშუალებების მართვა და გაიდლაინების მიხედვით;
რეკლამირება (Facebook, Instagram, LinkedIn);
 კონტენტ კალენდრის მართვა და კონტენტის დაგეგმვა;
 მარკეტინგული აქტივობების დაგეგმარების პროცესში ჩართულობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


 ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
 სასურველია Wordpress & Wix-ის პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება და
ბლოგისთვის კონტენტის შექმნის გამოცდილება.


კომპანია „ინსტა“ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას,
მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.


სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00


თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები
შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge


კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 მარტი.


გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.insta.ge


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.