საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისი“ აცხადებს ახალგაზრდების მიღებას სატრენინგო კურსზე „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“.

კურსი განკუთვნილია 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებით.

ტრენინგ კურსი  საშუალებას აძლევს დამწყებ მკვლევარებს და ანალიტიკური საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნა და უნარები გაიღრმავებენ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა:

ადამიანის უფლებები
პოლიტიკის ანალიზი
თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება
ევროკავშირთან ურთიერთობა
რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში
ევროატლანტიკური ინტეგრაცია
კიბერუსაფრთხოება 
Covid 19 და ელექტრონული ჯანდაცვა
საგანგებო ვითარების მართვა
სატრენინგო კურსს წარუძღვებიან „ჯეოქეისის“ გამოცდილი მკვლევარები და ანალიტიკოსები. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ შეხვდნენ და დისკუსია გამართონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე დარგის სხვა ექსპერტებთან და საჯარო მოხელეებთან. 

სატრენინგო კურსი შერჩეული მონაწილეებისათვის არის უფასო. კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“.

სატრენინგო კურსი დაიწყება 2021 წლის 1 აპრილს, კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.

ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, 17:00 დან 19:00 -მდე.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.


სატრენგო კურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატემბა უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

სატრენინგო კურსი გაიმართება თბილისში, კონფერენციების და ტრენინგების შესაბამისი რეგულაციების დაცვით;

სატრენინგო კურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:  projectsgeocase@gmail.com

 

 

განაცხადები მიიღება 2021 წლის, 15 მარტამდე.