საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 12/02/2021 - 28/02/2021

საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამა
თბილისი&რეგიონები

თუ ფიქრობ კარიერა საბანკო სფეროში
დაიწყო, თუმცა ამ მიმართულებით ცოდნა და
გამოცდილება ჯერ არ გაქვს, მაშინ, ახლა
სწორ განაცხადს კითხულობ!

ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის
სტაჟირების პროგრამა არის საშუალება
დაეუფლო საკრედიტო ოფიცრის პროფესიას
და გაქვს რეალური შანსი, სწავლის
პარალელურად, ჩაერთო გაყიდვების
პროცესში და დასაქმდე.

რას ისწავლი?
საბანკო პროდუქტებს;
ფინანსურ ანალიზს;
გაყიდვების ტექნიკებს;
მომსახურების სტანდარტს.
რა ცოდნა და უნარები გჭირდება?
სასურველია უმაღლესი განათლება (ბოლო კურსის სტუდენტებსაც მივესალმებით);
სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებული;
ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა;
კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.

რას გთავაზობ?
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე
სწავლა-დასაქმების ადგილი: ფინკა ბანკის სერვის ცენტრები საქართველოს მასშტაბით (32 ქალაქში)
ანაზღაურება: სწავლის პერიოდში ფიქსირებული ხელფასის სახით 200 ლარი*. ასევე, თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკულ
კურსს გაივლი, რომლის დროსაც გექნება შესაძლებლობა, დამატებით გამოიმუშავო გაყიდვების საკომისიო.

*თანხა არ ითვალისწინებს საპენსიო ფონდის გადასახადს, რომელის დაქვითვა და საპენსიო ფონდში გადარიცხვა მოხდება ხელფასის აღებისას
*პროგრამის დასრულების შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში

როგორ ხდება შერჩევა?
შესარჩევი კონკურსი 3 ეტაპიანია:
შემოსული განაცხადების გადარჩევა;
შესაძლოა დაინიშნოს ტესტირების ეტაპი - მარტივი დავალების შესრულება;
ინდივიდუალური გასაუბრება.
კანდიდატებთან შეხვედრები დაიწყება ეტაპობრივად, ვაკანსიის ბოლო ვადის ამოწურვამდე.
აპლიკაცია შეავსე აქ