საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 09/02/2021 - 20/02/2021

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას ფინანსური ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

სამსახურის შესახებ: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA.

პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს სამსახურის ფინანსისტებთან და ჩაერთოს სამსახურში შემოსული ფინანსური ანგარიშგებების ზედამხედველობის და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესში. ასევე, გაიცნოს რეფორმის პროცესში ჩართული დინამიური და ახალგაზრდა გუნდი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა. სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.saras.gov.ge/  .

 

ამასთანავე გაცნობებთ, რომ პრაქტიკა არის არაანაზღაურებადი.