საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/02/2021 - 15/02/2021

კომპანია BDO Digital აცხადებს ვაკანსიას კიბერ უსაფრთხოების
სპეციალისტის პოზიციაზე.
BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო
კომპანია BDO-ს შვილობილი კომპანია.  BDO-ს ციფრული მიმართულება 2004
წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ
საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-
მდე გამოცდილ თანამშრომელსაერთიანებს, მათ შორის მონაცემთა
მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ
ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. 
BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის
მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი
პროექტი აქვს განხორციელებული.
BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო
გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ვაკანსიის დასახელება კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი
სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00
აღწერა ფუნქცია/მოვალეობები:

 ინფორმაციული სისტემების აუდიტის პროცესში მონაწილეობა და
შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
 კიბერ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი
პოლიტიკების და პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში
მონაწილეობა.
 ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემებისა და კონტროლის
მექანიზმების შემუშავება, ტესტირებასა და დანერგვის პროცესში
აქტიური ჩართულობა.
 კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების აღმოჩენაში,
ანალიზსა და რეაგირებაში მონაწილეობა.
   მოთხოვნები:
 ინფორმაციული ტექნოლოგიების (ქსელები, სერვერები, მონაცემთა
ბაზები) მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
 სასურველია კიბერ ან ინფორმაციული უსაფრთხოების
მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
 სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
 აუცილებელია კიბერშეტევის ძირითადი ეტაპების ცოდნა.
 კიბერ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
საბაზისო პრინციპების ცოდნა.
 Unix/Linux და Windows ოპერაციული სისტემების საბაზისო დონეზე
ცოდნა.
 OSI ეტალონური მოდელისა და TCP/IP პროტოკოლების ცოდნა.
 სავალდებულოა ქსელური კომუნიკაციების უსაფრთხოების
საფუძვლების ცოდნა.
 უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებთან (NGFW, IDS/IPS, EDR, DLP,

SIEM) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
 Comptia Security+-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება
უპირატესობად.
 ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
 ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.
 გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე
მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ კიბერ
უსაფრთხოების სპეციალისტი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15.02.2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების
ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების
შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ
პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას
გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის
მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური
მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში
შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის
მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში,
გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ
შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ
მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს
კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ,
რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და
მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების
ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ
თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და
სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის,
ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე,
შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი
მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად,
ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის
ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების,
წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი
ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული
შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა
გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი,
კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.