საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის პროექტების რეაბილიტაციის მენეჯერი პოზიციაზე. (პრობლემური აქტივების მართვის და რემარკეტინგის დეპარტამენტი)

 

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·        ჯანმრთელობის დაზღვევას;

·        დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·        თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·        ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა/დამუშავება;

·        სისტემატიური კომუნიკაცია კლიენტებთან, ადგილზე ვიზიტი;

·     ვადაგადაცილებაში მყოფი კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზი, პროექტების დამუშავება, კომიტეტზე გატანა, დამტკიცება და ხელშეკრულების გაფორმება;

·        სარეაბილიტაციო რეჟიმში მყოფი კლიენტების პორტფელის კონტროლი;

·        ჩარიცხვების კონტროლი;

·        შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და მართვა:

o   ჯარიმის პატიების ოქმის შედგენა;

o   ინვოისი;

·        შესაბამისი რეპორტინგი საჭიროებისამებრ; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება;

·        ფინანსების ცოდნა;

·        მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში ან მსგავს პოზიციაზე;

·        ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

·        Microsoft Office (Excel, Word); 

 

პიროვნული თვისებები:

        დროის მართვის უნარი;

·       საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;

·      პრიორიტეტების/მიზნების სწორად დასახვის და განსაზღვრის უნარი;

·        ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·        გუნდურობა;

·        პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Vacancy@Tbcleasing.Ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ლიზინგი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული