საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. (სამართლებრივი მხარდაჭერის და ადმინისტრაციული გაყოფილება)

 

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·        ჯანმრთელობის დაზღვევას;

·        დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);

·        თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·  კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სახელით გასაცემი სამართლებრივი და სხვა დაკავშირებული შინაარსის კორესპონდენციის/დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სანოტარო წესით დამოწმება, ნოტარიუსთან კომუნიკაცია და დასამოწმებლად წარდგენა;

·  თანამშრომლებთან კომუნიკაცია და კორესპოდენციის მომზადების მიზნებისთვის მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა;

·  მომზადებული კორესპოდენციაზე შესაბამისი პირის ვიზირების/ხელმოწერის უზრუნველყოფა;

·  წარმოებული დოკუმენტაციის ელექტორნული ასლების შენახვა და კომპანიის პროგრამაში განთავსება. შესაბამისი პროცედურით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მომზადებული დოკუმენტაციის მატერიალურად შენახვა.

·  განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში არსებულ არქივში თანამშრომლებისგან დოკუმენტაციის მიღება, მათი რევიზია და დასაარქივებლად მომზადება, მათ შორის გარე არქივში და ამ მიზნებისათვის გარე არქივის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;

·  გამონაკლის შემთხვევებში არქივში განსათავსებელი დოკუმენტაციის დასკანერება ან/და დედანი დოკუმენტები ამოღება;

·  კუთვნილი არქივების ზედამხედველობა;

·  სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება განყოფილების ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·  უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით

·  დოკუმენტებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

·  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა და წერითი უნარები

 

პიროვნული თვისებები:

·  კარგად ჩამოყალიბებული წერითი უნარი

·  ანალიტიკური უნარ-ჩვევები

·  ინფორმაციის მოპოვების უნარი

·  მიღებული ინფორმაციის ნათლად აღქმისა და გადმოცემის უნარი

·  ეფექტური კომუნიკაციის უნარი

·  დასაბუთების უნარი

·  კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Vacancy@Tbcleasing.Ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ლიზინგი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

დაინტერესების შემტხვევაში იხილეთ ბმული