საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 12/03/2024 - 22/03/2024

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. (სამართლებრივი მხარდაჭერის და ადმინისტრაციული გაყოფილება)

 

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·        ჯანმრთელობის დაზღვევას;

·        დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);

·        თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·  სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით

·  კომპეტენციის ფარგლებში და განყოფილებას მიკუთვნებული საქიანობის გათვალისწინებით კომპანიის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში, ასევე სხვა უწყებებში და მესამე პირებთან ურთიერთობებში

·  სხვადასხვა ტიპის და შინაარსის გარიგებების შედგენა, სამართლებრივი ანალიზი და მათი სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან

·  კომპანიის კლიენტებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, გარიგებებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვა, სამართლებრივი ანალიზი

·  იურიდიულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთვის რეკომენდაციის/იურიდიული დასკვნის მომზადება

·  საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში იურიდიული დოკუმენტების და დადგენილი პროცედურების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა

·  საკანონმდელო სიახლეების სისტემატიური გაცნობა და იურიდიული დეპარტამენტის მყისიერი ინფორმირება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ

·  სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·      უმაღლესი იურიდიული განათლება

·      კორპორაციული სამართალი

·      სამოქალაქო და საპროცესო სამართალი

·      ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი

·      საბანკო სამართალი

·      შრომითი სამართალი

·      პერონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი

·      მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება

·      ინგლისური ენის ცოდნა და წერითი უნარები;

·      სასამართლოში საქმისწაროების გამოცდილება;

·      ადვოკატის ლიცენზია (ჩაითვლება უპირატესობად)

 

პიროვნული თვისებები:

·  კარგად ჩამოყალიბებული წერითი უნარი

·  ანალიტიკური უნარ-ჩვევები

·  ინფორმაციის მოპოვების უნარი

·  მიღებული ინფორმაციის ნათლად აღქმისა და გადმოცემის უნარი

·  ეფექტური კომუნიკაციის უნარი

·  დასაბუთების უნარი

·  კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Vacancy@Tbcleasing.Ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ლიზინგი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული