საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

 

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

 

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური აქტივების საერთაშორისო სტანდარტებით ადეკვატურ რისკების შეფასებას, მართავს სხვადასხვა საკრედიტო რისკებს და მათთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიებს.

 

შენ, როგორც სტაჟიორი:

  • ჩაერთვები NBG/IFRS რეზერვირების პროცესის ავტომატიზაციასა და მენეჯმენტში.
  • ჩაერთვები შედეგების გენერირებასა და კომუნიკაციაში
  • მონაწილეობის მიღებ როგორც  კვარტალურ/წლიურ რეპორტინგში, ასევე ავტომატიზაციის პროექტებში.

 

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ხარ დინამიური და გსურს ასეთივე გარემოში მუშაობა.
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა;
  • ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე და ამასთანავე იღებ ინიციატივას, ლიდერობა გამოგდის. ხარ თავდაჯერებული კომუნიკატორი. 
  • გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფლობ ინგლისურ (სასურველია რუსულ) ენას მაღალ დონეზე;
  • ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint);
  • ტექნიკური პროგრამების (მაგ. SQL, PBI, Python) და ფინანსების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;



დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული