საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/03/2024 - 17/03/2024

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

 

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

 

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

 

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს JSC TBC Bank-ის და TBC Bank Group PLC-ს IFRS-ული შედეგებისა და ანგარიშგების მომზადებას, ანალიზს და რეპორტინგს შიდა და გარე stakeholder-ებთან.

 

შენ, როგორც სტაჟიორი:

ჩაერთვები SA ბანკისა და კონსოლიდირებული IFRS შედეგების მომზადების, ანალიზისა და რეპორტინგის პროცესში.

ჩაერთვები წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში, აუდიტის პროცესის მხარდაჭერასა და IR-ის რეპორტინგში

მონაწილეობის მიღებ როგორც  ყოველთვიურ/კვარტლურ/წლიურ რეპორტინგში, ასევე ავტომატიზაციის პროექტებში.

 

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ხარ დინამიური და გსურთ ასეთივე გარემოში მუშაობა.
  • გიყვარს დეტალების ანალიზი და ამავდროულად აკონტროლებ მთლიან სურათს.
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა.
  • ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე და ამასთანავე იღებთ ინიციატივას და ლიდერობა გამოგდით. ხარ თავდაჯერებული კომუნიკატორი. 
  • გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
  • ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint);
  • ტექნიკური პროგრამების ( SQL, PBI) და ფინანსების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;



დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული