საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/03/2024 - 15/03/2024

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე აუდიტის დეპარტამენტში. (www.moore-georgia.ge)

 

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 35,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური  შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას;
  • უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
  • პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
  • ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
  • მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
  • განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „აუდიტის სტაჟიორი“.