საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/03/2024 - 15/03/2024

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით ( www.moore-georgia.ge ).

 

Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური  შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს ( www.moore-global.com ).

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას;
  • უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
  • პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
  • ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს ბუღალტრებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;  
  • ბუღალტრული გატარების  (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების)  ასახვა პროგრამაში;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცონდა B1-B2 დონეზე;
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ani.nozadze@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია/მიმართულება - „სტაჟიორი, ბუღალტერია“.