საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 29/02/2024 - 08/03/2024

შ.პ.ს. აი სი არ ტრეიდი ერთ-ერთი დიდი და სტაბილური კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი.

 

დღეისათვის კორპორაცია მართავს 70-მდე მაღაზიას. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. კომპანიაში დასაქმებულია 700 მდე თანამშრომელი.

 

ჩვენ გთავაზობთ, დიდ, სტაბილურ კომპანიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო გამოწვევებით სავსე, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და საბონუსე სისტემას. შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიცია „ ბუღალტერი“ სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი; შაბათ-კვირა დასვენება სტუქტურული ერთეული: ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტი ექვემდებარება: მთავარ ბუღალტერს ამისათვის საჭიროა:

 

 სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით.

 MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;

 ქართული ენის - სრულყოფილად ცოდნა;

 ინგლისური ენა-სასურველია

 

რას გთავაზობთ:

 “აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;

 წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;  სამუშაო პროცესში სწავლებას;

 სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);

 1250 ლარი GROSS თვიური ანაზღაურება

 

კომპეტენციები:

• ანალიტიკური აზროვნება

• კომუნიკაბელურობა

• გუნდური მუშაობის უნარი

• დეტალებზე ორიენტირებულება

• ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;

• გაწერილი და დაგეგმილი პროცედურების კონტროლი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 8 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge.

 

ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება- “ბუღალტერი “ და ასევე უნივერსიტეტი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის- "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დაარქივებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.