საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 29/02/2024 - 06/03/2024

კომპანიის აღწერა

„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის  კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მომხმარებლის მზადყოფნის უზრუნველყოფაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში - აბონენტია და ყველა თანამედროვე  მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს. 
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოჰყევით ჩვენი LinkedIn-ის გვერდს: https://www.linkedin.com/company/cellfiemobile/

 

სამუშაოს აღწერა

სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას ქსელის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე ვადიანი სახელშეკრულებო პირობებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ითვალისწინებს მივლინებას საქართველოს მასშტაბით)
 

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების გამოცდილების იდენტიფიცირებისათვის დრაივ ტესტის მონაცემების შეგროვება და გაანალიზება
** ტესტირების შედეგად პრობლემური არეების იდენტიფიცირება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე პერიოდული რეპორტების მომზადება

 

თუ შენ:

** გიყვარს ტექნოლოგიები
** გაქვს დრაივ ტესტის მონაცემების შეგროვების და ანალიზის შესაბამისი უნარები და გამოცდილება
** სასურველია გქონდეს განათლება ტექნიკური მიმართულებით
** ხარ მოტივირებული და სწრაფად ითვისებ სიახლეებს
** გაქვს მონაცემების დამუშავების/ანალიზის და არგუმენტირებული მსჯელობის კარგად განვითარებული უნარები
** შეგიძლია MS Office-ის აპლიკაციებში (Word, Excel, PPT) მუშაობა
** შეგიძლია როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, კარგად იცი ინგლისური ენა და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6.03.2024

 

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.


იყო „სელფი მობაილის“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

 

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.


პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული