საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 29/02/2024 - 15/03/2024

თბილისი, საქართველო

სტაჟირება

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი.

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

 

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

 

სამუშაოს აღწერა

შენ შეუერთდები გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების მართვის განყოფილებას, რომელიც შეიქმნა თიბისი ჯგუფის მასშტაბით მოცემული მიმართულებების გასაძლიერებლად და ჯგუფის საქმიანობის შედეგად საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის გასაზრდელად.   

 

ვის ვეძებთ:

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კომუნიკაბელური;
  • დაინტერესებული ხარ გარემოს დაცვის საკითხებითა და სოციალური ინიციატივებით
  • შეგიძლია შეაფასო სხვადასხვა პროდუქტები, სერვისები და პროექტები მდგრადი  განვითარების ჭრილში
  • გაქვს მონაცემთა ანალიზის პროგრამების გამოყენების გამოცდილება, მათ შორის, Excel, PowerBI
  • გაინტერესებს სიახლეები და არ გეშინია გამოწვევების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულად
  • და გჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება და შევქმნათ მდგრადი განვითარების საუკეთესო მაგალითი ქვეყანაში.

 

კვალიფიკაცია

  • გაეცნობი საერთაშორისო და ადგილობრივი გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) სტანდარტებსა და შეფასების ინსტრუმენტებს;
  • მონაწილეობას მიიღებ სხვადასხვა მეთოდოლოგიის შესწავლასა და დანერგვაში, რომლებიც გამოიყენება ჯგუფის გავლენის შესაფასებლად
  • მონაწილეობას მიიღებ ESG მონაცემთა ანალიზის, გამჭვირვალობისა და გამჟღავნების სტანდარტების განვითარებაში.
  • ჩაატარებ ანალიზსა და შემოწმებას და შეაჯამებ დასკვნებს წერილობით ფორმით ან ზეპირ პრეზენტაციებში;
  • განახორციელებ მონაცემთა მართვასა და ვიზუალიზაციას
  • დაგჭირდება სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან ურთიერთობა, რათა უზრუნველყო ინფორმაციის თანმიმდევრულობა და დამატებითი კვლევა
  • მხარს დაუჭერ განყოფილების ყოველდღიური ფუნქციების შესრულებას

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;



დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული